23 იანვარი 2022,   04:58
ვრცლად
ტერეზა მეი ახალ პრემიერმინისტრს თანამდებობას 24 ივლისს გადააბარებს

ტერეზა მეის ბოლო ინტერვიუ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რანგში - პოსტის ოფიციალურ დატოვებამდე მთავრობის მეთაური ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტს ესაუბრა.

ტერეზა მეის განცხადებით, ის თანამდებობას ერთდროულად სიამაყითა და იმედგაცრუებით ტოვებს, რადგან ვერ შეძლო ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანის პირობის შესრულება.

კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 23 ივლისს გახდება ცნობილი. კანდიდატები ქვეყნის ამჟამინდელი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები არიან. რომელიმე მათგანს უფლებამოსილებას ტერეზა მეი ყრილობის მეორე დღესვე 24 ივლისს გადააბარებს.

დღის ამბები