29 მაისი 2022,   10:00
ვრცლად
ვიღაც ცდილობს, საქართველო გაყოს იმ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც გაყოფა არ შეიძლება - ეკა გიგაური

ვიღაც ცდილობს, რომ საქართველო გაყოს იმ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც გაყოფა არ შეიძლება - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა გააკეთა.

ეკა გიგაური ამ წუთებში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფება. 

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორი იმ პროცესებს აფასებს, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის მიმდინარეობს და ორ აქციას, რომელიც ერთმანეთის პარალელურად იმართება.

„ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ ვიღაც ცდილობს, რომ საქართველო გაყოს იმ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც გაყოფა არ შეიძლება. ეს საკითხი არის ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ამაზე არის აქ საუბარი და თუკი ვინმე შეეცდება, რომ ამის გამო საზოგადოება გაყოს, ის იქნება ზუსტად ამ ქვეყნის ყველაზე მთავარი მტერი, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით, კითხვა არ არსებობს, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მტერი, რომლებმაც გადაწვეს ჩვენი სოფლები, დახოცეს ჩვენი მოსახლეობა და ამასთან მიმართებაში, საზოგადოება არის კონსოლიდირებული და ეს არის რაღაც ხელოვნური გაყოფა. თითქოს ვიღაცას ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და ამასთან დაკავშირებით, კითხვები მხოლოდ რუსებს აქვთ,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები