09 მაისი 2021,   11:35
ვრცლად
გენადი ონიშჩენკო ქართველებს მისი ძეგლის დადგმას სთხოვს

პასუხი საქართველოს არამეგობრულ ნაბიჯებზე - რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი, გენადი ონიშჩენკო აღიარებს, რომ რუსეთის ემბარგო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრის თქმით, ქართული პროდუქციის ხარისხი სანიტარული სამსახურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი შემსრულებელი იყო, ახლა რუსეთის დუმის დეპუტატია და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი რუსეთის დელეგაციიდან, საქართველოს კიდევ უფრო მკაცრად დასჯას მოითხოვს. გენადი ონიშჩენკო ქართველებს მისი ძეგლის დადგმას სთხოვს. 

„თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან მე შევინარჩუნე თქვენი მეღვინეობის ეროვნული კულტურა. რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი,“ - განაცხადა ონიშჩენკომ.

 

დღის ამბები