28 იანვარი 2022,   05:38
ვრცლად
რუსი პოლიტიკოსები ილაპარაკებენ ასე, ამ მოცემულობას რუსთაველზე დროშის ფრიალით ვერ შეცვლი - ქუცნაშვილის თქმით, აქციების მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციით და მიტინგით პრობლემას გადაწყვეტს, მაშინ ის სულ მცირე, გულუბრყვილოა,“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მთავარი მასპინძელი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის საკითხი არა ომით, არამედ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამ ინტერესმა საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზარალა.  

ზაქარია ქუცნაშვილი-ის სურათის შედეგი„რუსი პოლიტიკოსები ილაპარაკებენ კიდევ კაი ხნის განმავლობაში ასე. ეს მოცემულობაა, ამ მოცემულობას შენ რუსთაველზე დროშის ფრიალით ვერ შეცვლი. ეს მოცემულობა შეიძლება, შევცვალოთ ჩვენ სხვა გზით და ეს არის საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, როგორც გააკეთეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინ - მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების გზით ოკუპაციის დაძლევა და არა ომის გზით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციით და მიტინგით პრობლემას გადაწყვეტს, მაშინ ის, სულ მცირე, გულუბრყვილოა. შესაბამისად, დროა საჭირო იმისთვის, რომ ყველა მიხვდეს, თუ რა იყო 20-21 ივნისის აქციების მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ინტერესმა დააზარალა საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამ მიზნის მიღწევისთვის ჩვენი საზოგადოების ჯანსაღ ემოციაზე ითამაშეს,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები