27 ივნისი 2022,   06:55
ვრცლად
პრემიერის გაფრთხილება „ნაციონალურ მოძრაობას“

მთავრობის ხელმძღვანელი 19 წლის ახალგაზრდის გატაცების საქმეში "ნაციონალების" კვალს ხედავს და ოპონენტებს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს.

ღარიბაშვილის ბრალდებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტყუილს უწოდებენ და სიმართლის დადგენისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები კი პრემიერის პოზიციას იზიარებენ და მისი ვერსიის გასამყარებლად იოსებ გიორხელიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულების ყოფილ სამუშაო ადგილს ასახელებენ.

გატაცების ბრალდებით 4 დაკავებულიდან ერთი კუდ-ის, 3 კი სოდ-ის ყოფილი თანამშრომელია.

უმრავლესობაც და ოპოზიციაც წარსულის საქმეებს იხსენებენ. „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ რაფალიანცის მკვლელობის ღამეს "ქართული ოცნების" გუნდმა ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთა, თუმცა, საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

ასევე შს მინისტრ ჭიკაიძის განცახდებებიც გაიხსენეს რომელიც მოსალოდნელ დესტაბილიზაციას ეხებოდა.  ხელისუფლება გატაცების ფაქტს ჭიკაიძის განცხადებების კიდევ ერთ დადასტურებად მიიჩნევს. ოპოზიცია კი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხვალ მოითხოვენ.

დღის ამბები