28 იანვარი 2022,   06:05
ვრცლად
"აშკარაა, ფაქტია, უჭირს აზროვნებაში“  - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს

საპატრიარქოში მღვდელმთავრების თათბირი დასრულდა. დღეს სამი საათის განმავლობაში წმინდა სინოდის გავლენიანი სასულიერო პირები საპატრიარქოში იყვნენ შეკრებილები. რა იყო დახურული შეხვედრის მთავარი თემა მღვდელმთავრები არ ამბობენ, თუმცა საპატრიარქოდან გამოსულმა წმინდა სინოდის წევრებმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ისევ გააკრიტიკეს.

მღვდელმთავრებისთვის მიუღებელია ზურაბიშვილის მუქარა ეკლესიის მიმართ და განცხადება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის სასულიერი პირებს ჩარჩოებში მოაქცევს.

„მღვდელმთავრები რომ გავხდით ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ მოქალაქეები არ ვართ ამ ქვეყნისა. როგორც მოქალაქეები, და მერე მეორე, ჩვენ ჩვენს სულიერ მრევლს რაც ეხება ყველაფერი გვეხება, სულიერი მრევლის დეგრადაციას, რაც ეხება ყველაფერი გვეხება.

რატო აქვს ასეთი აზროვნება არ ვიცი, რას ჰქვია ჩვენ არ გვეხება, მრევლი ვის ეხება? მრევლის კეთილდღეობა, მრევლის საზრუნავი ვის ეხება? ეკლესიას არ ეხება? საიდან მოაქვს ეს დასკვნები?

აშკარაა, ფაქტია, უჭირს აზროვნებაში.“-ამბობს მეუფე ანტონი.

შეკითხვაზე, ახმოვანებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის პოზიციას მეუფე ანტონი ამბობს:

„სალომე და მთავრობის პოზიცია- სადღაც სალომე ყოველთვის დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ აამოს მთავრობას“.

"ქართული ოცნების" რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი გუშინ ეკლესიას ღიად დაუპირისპირდა და მღვდელმთავრები კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.

დღის ამბები