28 იანვარი 2022,   06:12
ვრცლად
ქადაგება პირდაპირი პოლიტიკური გზავნილებით - მეუფე პეტრე ხელისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

„ქართული ოცნება“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი მღვდელმთავრების საკვირაო ქადაგებების მთავარ თემად იქცნენ. მარიხუნას პლატაციების მოშენება ერთადერთი საკითხი არ ყოფილა, რის გამოც წმინდა სინოდის წევრებმა ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, მეუფე პეტრეს გზავნილების მთავარი ადრესატი სალომე ზურაბიშვილი იყო.

მღვდელმთავარმა წამხდარი და გაუკუღმართებული უწოდა ზურბიშვილის აზროვნებას. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ასეთი მწვავე პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართლი ოცნების" რჩეული კანდიდატის განცხადებებს მოჰყვა.

წმინდა სინოდის წევრმა აგვისტოს ომზე ზურაბიშვილის პოზიციას, საკუთარი სამშობლოს ღალატად სიძულვილად, მტრობად და ბოროტებად შეაფასა.

მეუფე პეტრემ ღიად მოუწოდა მრევლს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიღონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გადაწყვეტილება. ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის განსაკუთრებულად მიუღებელი სალომე ზურაბიშვილის ის განცხადება აღმოჩნდა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატმა აფხაზეთი განგრენას შეადარა.

მეუფე პეტრე ოცნების რჩეულ კანდიდატს და ოცნების ხელისუფლებას ერთად დაუპირისპირდა. მთავრობის ინიციატივას - მარიხუანას პლანტაციების გაშენებაზე სახელმწიფოს მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა, ინიციატივის ავტორებს კი ბარიგები. 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები