თბილისი ამერიკა-საქართველოს ორდღიანი ბიზნესსამიტს მასპინძლობს. ღონისძიება `თბილისი მარიოტში` დღეს დაიწყო. შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გამყარებაა.
ინდური კომპანია `მანსაცოვარი` ოზურგეთის მანქანათმშენებელ ქარხანაში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმო დღეს ინდოელმა ინვესტორებმა გურიის გუბერნატორთან ერთად მოინახულეს.
უმრავლესობა დღეს პრეზიდენტს ანაკლიაში შეხვდა. რამდენიმე დღეში პარლამენტი მუშაობას განაახლებს და მანამდე მმართველმა გუნდმა კონსულტაციები ქვეყნის პირველ პირთან გაიარა.
ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც დღეს საპრივატიზაციო აუქციონზე იყო წარმოდგენილი, არ გაიყიდა. დღეს ეკონომიკის სამინისტროში აუქციონის შედეგები დააჯამეს.
ტურიზმისა და კურორტების დეპატრტამენტის გეგმა მაია სიდამონიძემ `ბომონდ გრანდში` წარმოადგინა. პროექტის პრეზენტაცია დღეს 80-მდე ტურისტული კომპანიისა და მედიისათვის გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტები განიხილა.
მინისტრთა კაბინეტი სხდომაზე დღეს მთავრობის შემადგენლობა 29 საკითხის განხილვაზე მუშაობდა. მათ შორის პრიორიტეტული ეკონომიკური ასპექტები - ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა იყო.
ახალი სარწყავი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა კახეთში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა პირადად აუხსნა ფერმერებს თუ რა უპირატესობა აქვს წვეთოვანი მორწყვის მეთოდს.