09 დეკემბერი 2019,   14:20
ვრცლად
შაბათს, 23:00
მოძებნე გადაცემის ჩანაწერი
რას ფიქრობს საქართველო - 7 დეკემბერი, 2019
  გადაცემის შესახებ

რუსთავი2-ის" ეთერში ახალი გეიმ-შოუ იწყება. "რას ფიქრობს საქართველო" - გადაცემა, რომელშიც მონაწილეები საკუთარი სახლებიდან ერთვებიან. 4 რაუნდი და 15 000 ლარის მოგების შანსი ნებისმიერ მსურველს ექნება. ინტერაქციული თამაში ყველაზე სხარტ მონაწილეებს ელოდება.

ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ ვებ-კამერის დახმარებით, შოუს მონაწილეები მარტივ შეკითხვებს უპასუხებენ. მათ უნდა გამოიცნონ, თუ რას ფიქრობს საქართველო ამა თუ იმ საკითხზე.

ყველაზე სახალხო შოუს წამყვანი, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი კი თავად გახდება მთელი ამ ინტერაქციული თამაშის მონაწილე. 15 000 ლარს ის მოიგებს, ვინც ყველაზე სხარტი აღმოჩნდება.

თამაში, რომლის ანალოგიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ ყოფილა, 4 რაუნდისგან შედგება და მას 4 მონაწილე ეყოლება. ყველა რაუნდს თავისი საპრიზო ფონდი ექნება. მოგების შანსი ყველა მონაწილეს თანაბრად ეძლევა და კითხვაზე პასუხის გასაცემად 30 წამი აქვს.

ვინც ყველაზე მეტ სწორ პასუხს მოაგროვებს, შემდეგ რაუნდშიც ის გადადის. კითხვების გარდა, მოთამაშეებს საკუთარ სახლში ნივთების მოძიებაც მოუწევთ.

"რას ფიქრობს საქართველო" ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე, ინტერაქციული თამაშის მოყვარულებს და მონაწილეებს ელოდება.

    გადაცემის ჩანაწერები
< ყველა გადაცემა