21 ოქტომბერი 2018,   13:02
ვრცლად
"ჩვენს თავებში არის ცუდად საქმე" - დაპირისპირება ადა მარშანიას და საპარლამენტო უმრავლესობას შორის

რუსეთის წინააღმდეგ მისაღები რეზოლუცია - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე რეზოლუციის განხილვა კამათის ფონზე წარიმართა.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი და საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დაუპირისპირდა ერთმანეთს, რაც ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს და მისი პარტია ხვალ, პლენარულ სხდომაზე დააფიქსირებს მოსაზრებას. 

მეათასაჯერ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, თუ რა ცუდად არის ჩვენი საქმე და პირველ რიგში, ჩვენს თავებში არის ცუდად საქმე. ჩვენს თავებში არაფერი იცვლება მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, 25 წელი სულ უკუსვლა გვაქვს, არაფერი იცვლება ჩვენს თავებში მაინც. ახლა, ამით შემოვიფარგლები. ჩვენს პოზიციას, „საქართველოს პატრიოტები“ დავაფიქსირებთ პლენარულ სხდომაზე. თავს ვიკავებ აბსოლუტურად, შეგნებულად შეფასებიდან ამ რეზოლუციის ტექსტის,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა არ უნდა გადიოდეს ერის თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე.

„ჩვენს თავებში შეიცვალა ის, რომ ჩვენ შევძელით განგვესაზღვრა ჩვენი პოლიტიკის სწორი მიმართულება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაზეც ადა მარშანიამ მას უპასუხა, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობამ "ოქროს შუალედით" საუბარი.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოვიდა. 

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო პარლამენტს შუალედურ ანგარიშს ჩააბარებს და გაირკვევა, რა ნაბიჯებს დგამს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ რეზოლუციით საერთაშორისო თანამეგობრობას გარკვეული გზავნილი ეგზავნება და მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი არ იყოს ცალმხრივი.

დღის ამბები