22 ივლისი 2018,   22:38
ვრცლად
82 წლის ქალი, რომელიც სახლში ამწის მეშვეობით შეიჭრა იძულებით გაასახლეს

ბათუმში, 82 წლის ქალი ბინიდან იძულებით გაასახლეს. სამართალდამცველები და აღსრულების პოლიციის თანამშრომლები, ბათუმში, საიათნოვას ქუჩის 14 ნომერში, დღეს დილიდან მივიდნენ.

მოხუცი ქალბატონი საცხოვრებელ სახლში, რომელიც 2 დღის წინ მეზობლის საკუთრება გახდა, აივნიდან შევიდა. აივანზე ასასვლელად ქალბატონმა ამწე დაიქირავა.

მოხუცის მხარდასაჭერად სახლთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული პირები მივიდნენ და სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.

ალექსანდრა ტერუნი ორი დღის განმავლობაში, დაკეტილ ბინაში შუქისა და წყლის გარეშე იმყოფებოდა.

დღის ამბები