22 ივლისი 2018,   22:39
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა, თითქმის, კილონახევარი რადიოაქტიური მასალა აღმოაჩინეს

თურქმა სამართალდამცველებმა, თითქმის, კილონახევარი რადიოაქტიური მასალა აღმოაჩინეს. სპეცოპერაცია ანკარაში ჩატარდა. დიდი რაოდენობით კალიფორნიუმი პოლიციამ მანქანაში იპოვა, რომელიც შესამოწმებლად გააჩერეს. დაკავებულია ავტომობილში მყოფი 4 ადამიანიც.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები ქიმიური მასალის 70 მილიონ დოლარად გაყიდვას აპირებდნენ. ის დამატებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად უკვე გადაიტანეს ლაბორატორიაში. კალიფორნიუმს მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და რუსეთში აწარმოებენ.

დღის ამბები