21 ოქტომბერი 2018,   12:53
ვრცლად
"რაც ჩვენ ვიხილეთ უმრავლესობის მხრიდან გუშინ, პრაქტიკულად იყო პირდაპირი წახალისება ძალადობის" - გიგა ბოკერია

„დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის გუნდი, ამ ხალხთან თანამშრომლობდა, ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ ძალიან ბევრ საკითხში“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რუსთავი2“-ზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას.

გიგა ბოკერიას თქმით, ამ ჯგუფს ხელისუფლება ყოველთვის იყენებდა და ამის დასტურია, პოლიტიკური მხარდაჭერის გამომხატველი განცხადებების არსებობა.
ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით, წაახალისა ის აქტივისტები, რომლებიც გუშინ თავს დაესხნენ „რუსთავი2“-ს.

„დაუსჯელობა ყველაზე უფრო დაბალი სტანდარტი იყო მათი თანამშრომლობის.
ჩვენ გვახსოვს განცხადებები პირდაპირ პოლიტიკური მხარდაჭერის და როგორ იყენებდნენ ამ ჯგუფებს საკუთარი ოპონენტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ.

გუშინ უმრავლესობის რეაქცია რაც ვიხილეთ, ტოლობის ნიშნის დასმა მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის, არის პირდაპირ წახალისება.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მაღალი ფასი დაუჯდეს ამ ხალხს იმ ტიპის განცხადებები, რაც ჩვენ ვიხილეთ უმრავლესობის მხრიდან გუშინ, პრაქტიკულად იყო პირდაპირი წახალისება ძალადობის,“-აცხადებს ბოკერია.

დღის ამბები