24 აპრილი 2018,   07:06
ვრცლად
"Facebook"-ის მთავარი ოფიცერი, რომელიც ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობას ტოვებს

"Facebook" არსებობის განმავლობაში პირველად სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. კომპანიის მთავარი ოფიცერი, რომელიც ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობას ტოვებს. მიზეზი შიდა დაპირისპირება და ბოლო დროინდელი სკანდალი გახდა.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული ანალიტიკური კომპანია "კემბრიჯ ანალიტიკა" დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს გავლენის მოსახდენად "Facebook"-ის 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემებს უკანონოდ იყენებდა.

ამერიკის გარდა, "კემბრიჯ ანალიტიკა" კიდევ რამდენიმე ქვეყნის არჩევნებში ჩარევაშიც დაადანაშაულეს. ბრიტანეთის ძალოვანი უწყებები კომპანიის მონაცემთა ბაზის და სერვერების შემოწმებას გეგმავს.

დღის ამბები