19 სექტემბერი 2018,   22:45
ვრცლად
შეხვედრა საპატრიარქოში - ​ქორეპისკოპოსები და მიტროპოლიტები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ 

საგანგებო შეხვედრა საპატრიარქოში - აუდიენციაზე ქორეპისკოპოსები და სხვადასხვა ეპარქიების მიტროპოლიტები იმყოფებოდნენ.

პატრიარქის თანამესაყდრე, მეუფე შიო, ქორეპისკოპოსი იაკობი და მეუფე თეოდორე ჭუაძე მთელი დღის მანძილზე დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ.

რა მიზეზით შედგა შეხვედრა ოფიციალურად უცნობია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე პატრიარქის ბოლო განცხადებაზე და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.

სწორედ აღნიშნული დახურული შეხვედრის შემდეგ ჩაინიშნა პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის სპეციალური ბრიფინგი, სადაც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მორიგი ტალღის აგორებას აპირებენ.

დღის ამბები