19 სექტემბერი 2018,   22:12
ვრცლად
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ტერეზა მეის იმ უხეში თავდასხმის ფონზე, რომელიც დიდი ალბათობით ორგანიზებულია მოსკოვის მიერ - დონალდ ტუსკი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გაცხადებას, რომელიც ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას ეხება, ფინეთში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა.

საუბარია ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ბრიტანეთის სანქციებზე რუსეთის მიმართ. დონალდ ტუსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის მიმართ ევროკავშირის ქვეყნები სოლიდარულები არიან. 

ბრექსიტისა და ხისტი მოლაპარაკების მიუხედავად, მინდა მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადო პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის იმ უხეში თავდასხმის ფონზე, რომელიც დიდი ალბათობით ორგანიზებულია მოსკოვის მიერ. მზად ვარ ეს საკითხი მომდევნო კვირას დაგეგმილ - ევროკავშირის სამიტის დღის წერიგში შევიტანო და მადლობას გიხდით ფინეთს ამ საკითხში მხარდაჭერისთვის. აქ ფინეთში, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრში, არ არის საჭირო დამატებითი განმარტებების გაკეთება იმაზე - თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელებსა და ამერიკელებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. იმ დროს როდესაც ვიღაც გარედან ავრცელებს დეზინფორმაციას, ერევა ჩვენს არჩევნებში და ქიმიური ნივთიერებით თავს ესხმის ადამიანებს ჩვენს მიწაზე, ამაზე ტრანსატლანტიკური პასუხი უნდა იყოს ერთიანი,“-განაცხადა დონალდ ტუსკმა.

სკრიპალის მოწამვლის გამო, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. გაუქმებულია დაგეგმილი ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირთან. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და ხელისუფლება პროტესტს უცხადებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება.

ლონდონი ამკაცრებს კონტროლს რუსეთის კერძო რეისებზე, ინიცირებს ახალ კანონს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ჯაშუშების შესახებ კანონს გადახედავს. ლონდონმა სკრიპალის საქმის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭო მოიწვია, სადაც საჯარო განხილვა დღეს უნდა გაიმართოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა სკრიპალის მკვლელობის საქმეს ალიანსის არსებობის ისტორიაში ევროპის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერების გამოყენების პირველი ფაქტი უწოდა. სრულ მხარდაჭერას ლონდონს უცხადებს ევროკავშირიც, რომელიც მოსკოვის ქმედებებზე მომდევნო კვირას დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებს. 

დღის ამბები