20 ივნისი 2018,   01:42
ვრცლად
რატომ გვითხარით, რომ პოლიტიკურად გახრწნილები ვართ? - ხმაური რუსთავის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური იყო რუსთავის საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება რუსთაველი სტუდენტების გამოჩენას მოჰყვა.

ახალგაზრდები ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფის დადგენას ითხოვდნენ, რამაც „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.  

„რატომ გაგვეპარეთ უკანა კარიდან, გვიპასუხეთ, რატომ გვითხარით ტელევიზორში, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურად გახრწნილები,“- მიმართა სტუდენტმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. 

სტუდენტებს რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ჯღარკავამ უპასუხა. 

„განვიხილავთ, აქტიურად ბვმუშობთ ამაზე, ყოველთვის ღიად ვაფიქსირებთ, რომ ამ ადმიანებს შეუძლიათ, ჩაერთონ პოლემიკასა და სამუშაო ჯგუფებში, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არის სუფთა პროვოკაციული ხასიათის ქმედება,“- განაცხადა გიორგი ჯღარკავამ. 

დღის ამბები