20 ივნისი 2018,   01:41
ვრცლად
მკვლელობა თემქაზე - 21 წლის გოგოს მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება

თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული დააკავეს. ნაცვლიშვილის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.

ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა, რა მიზეზით იძია შური ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალზე, უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

21 წლის ანა ნაცვლიშვილი კი დღეს, გამთენიისას მამამ ყელგამოჭრილი იპოვა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად ეძებდა.

ანა ნაცვლიშვილი და მის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გრიგალაშვილი 5 წელის შეყვარებულები იყვნენ. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მათ სერიოზულად არ უჩხუბიათ, თუმცა, ერთად ყოფნის პერიოდში ანა მას დაშორდა.

საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. ცხედრის ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები