20 ივნისი 2018,   01:41
ვრცლად
ის ეძებს გამოსავალს, როგორ გაიმართლოს თავი - ნიკა გვარამია კახა ბექაურს პასუხობს 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის იმ განცხადებას  პასუხობს, სადაც კახა ბექაურმა თქვა, რომ 2015 წელს, მეოთხე კვარტლის შემოსავალი 10 მილიონი, „რუსთავი 2“-მა არ უჩვენა საკუთარ შემოსავალში.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო ხუთი წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გააანალიზა. კომისიაში განმარტავენ, რომ მონაცემების მიხედვით, სარეკლამო შემოსვალები გაზრდილია.

„თუ ვინმეს გონია, რომ 10 მილიონი ლარის ბაზრიდან გატანა ისეა შესაძლებელი, რომ ვერც ხელისუფლებამ ვერ გაიგო ვერაფერი, ვერც მარეგულირებელმა კომისიამ, მე ვყოფილვარ ამ ქვეყანაში მთავარი.

იმ ვითარებაში, როცა ყველა და ყველაფერი რუსთავი 2-ს უყურებს, კანონიერად თუ უკანონოდ, 10 მილიონი ლარის დანაკლისი ბაზრისთვის, ეს იდეა მხოლოდ შეიძლება ანთებულ ტვინში  წარმოიშვას. ბატონი ბექაურის ტვინზე ძალიან დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ მთად ასეთი მცირე წარმოდგენისაც არ ვიყავი. ის ეძებს გამოსავალს, როგორ გაიმართლოს თავი. ვერ გაიმართლებს, იმიტომ რომ მან, კომისიამ და სახელმწიფომ თავისი უგუნური ეკონომიკური პოლიტიკით, სარეკლამო ბაზარი დაანგრიეს. ეს უკვე შემდგარი ფაქტია და ამას აღარაფერი აღარ ეშველება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კახა ბექაურმა, სარეკლამო შემოსავლების ტენდენციებზე დღეს ვრცლად ისაუბრა. 2017 წელთან დაკავშირებით, ბექაური ამბობს, რომ არათუ  14%-ნი კლებაა, არამედ პირიქით სარეკლამო შემოსავალი გაზრდილია 3%-ით.

რაც შეხება 2015 წელს, ბექაურის განცხადებით, სარეკლამო ბაზრის კლებაში თანხვედრაა, თუმცა არა კონკრეტულ რიცხვებში. მისი განცხადებით, მაუწყებლების მიერ დეკლარირებისას მითითებული ინფორმაცია, რომ 2015 წელს იყო მინუს 14%-ანი კლება, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი მტკიცებით, კლებამ 2 % შეადგინა.

აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას, კომისიის ხელმძღვანელი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე მიუთითებს და აცხადებს, რომ 2015 წელს, "რუსთავი 2"-მა მეოთხე კვარტლის შემოსავალში 10 მილიონი არ აჩვენა.

დღის ამბები