20 ივნისი 2018,   01:39
ვრცლად
ახალი სამკერვალო საწარმო ფოთში-„აჭარა ტექსტილი" პროდუქციას New Balance და Under Armour მიწვდის

ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო ამოქმედდა.

„აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორიცაა New Balance და Under Armour. ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა.

„აჭარა ტექსტილის“ გახსნის ცერემონიაში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. 

დღის ამბები