22 აგვისტო 2018,   09:03
ვრცლად
გორის ცენტრში დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მამაკაცის ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მას რამდინიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. რა გახდა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრის დაჭრის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. იგი გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში, სტალინის გამზირზე გამვლელებმა შენიშნეს. მათვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. დაშავებულის ვინაობა უცნობია. იგი სავარაუდოდ დანით დაჭრეს.

"პაციენტი შემოყვანილი იქნა გულ-მკერდის მიდამოს მრავლობითი ჭრილობებით.
ჩაუტარდა მკურნალობა. საშუალო სიმძიმის, მდგომარეობა ტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-აცხადებს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარებს.

დღის ამბები