23 თებერვალი 2018,   22:40
ვრცლად
საუბარი კიევის მოთხოვნით-პოროშენკო პუტინს ტელეფონით ესაუბრა

პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს 12  თებერვალს ესაუბრნენ, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანგძლივი სატელეფონო მოლაპარაკება კიევის ინიციატივით შედგა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი პრეზიდენტ პოროშენკოს ადმნისტრაციაში განაცხადეს, რომ განხილვის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლება და ტყვეების გაცვლა იყო.

დღის ამბები