26 მაისი 2018,   18:09
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ მართლმსაჯულების და სასამართლოს მესაფლავეობა გააგრძელა - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი,  მეუფე პეტრე ცაავა არჩევანის ეთერში სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითც ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„ძალიან სიმბოლური დამთხვევაა, მე პატარა სასწაულიც კი ვუწოდე, როდესაც გავიგე, რომ 10 თებერვალს იყო მისი დაკავების დღე და ამ დღეს კალენდარში მსახურებისას ჩავიხედე იყო ხსენება წმინდა მამისა ღირსი ეფრემ ასურის, რომელიც, ასევე, ახალგაზრდობისას, როგორც უდანაშაულო ადამიანი, ჭაბუკი დაიჭირეს და მას აბრალებდნენ ცხვრის მოპარვას,“ - განაცხადა მეუფემ.

მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაც განხორციელებულიყო. მეუფე პეტრე კვლავ შორენა თეთრუაშვილის გავლენებზე საუბრობს.

„სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, ფაქტობრივად, გააგრძელა საქართველოს მართლმსაჯულების და საქართველოს სასამართლოს მესაფლავეობა,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე, ასევე, აღნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირები "ცრუ განცხადებების ტყვეობაში დარჩნენ და დღემდე არ ცვლიან ამ განცხადებებს".

დღის ამბები