23 თებერვალი 2018,   22:44
ვრცლად
არქიმანდრიტმა სერაფიმემ მარცხენა მხარში ხელი ჩამარტყა - სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა, ზვიად ცაბაძემ, გადაცემა არჩევანში სემინარიის რექტორის კაბინეტში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. მისი თქმით, არქიმანდრიტ სერაფიმემ მარცხენა მხარში ჩამარტყა ხელი.

მისი განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდა არქიმანდტრი სერაფიმე, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე და სემინარიის ერთ-ერთი პედაგოგი, გიორგი ჯულაყიძე. 

„მე ვიწყებდი ამბის მოყოლას, თუ რას მოჰყვა ჩვენი პროტესტი, არქიმანდრიტი სერაფიმე საუბარს მაწყვეტინებდა, მეუბნებოდა, ბოლო ნაწილზე გადავსულიყავი, რადგან პირველ ნაწილში უნდა გამოჩენილიყო ჩემი მოყოლილი ამბით პროტოპრესვიტერის დანაშაულებრივი ქმედებები, ბესარიონ ცინცაძის დანაშაულებრივი ქმედებები. როცა მან სიტყვიერად შეძლო, რომ გავეჩერებინე, წამოდგა ფეხზე, მარცხენა მხარში ჩამარტყა ხელი. ხელი ავუკარი, მან გაიაზრა, რაც ჩაიდინა, მან თქვა, რომ სიყვარულით შეგეხეო,“ - განაცხადა ზვიად ცაბაძემ. 

ზვიად ცაბაძეს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ პრეტენზიები აქვს. მისი თქმით, სასულიერო სემინარიაში ყველა პრობლემა სწორედ ზვიადაძისგან მოდის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები