16 ნოემბერი 2018,   06:00
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პრესკონფერენცია ვარშავაში - პოროშენკოს, ლუცენკოს, ავაკოვსა და ახმეტოვს სააკაშვილმა ციხე დაუანონსა

მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან უკრაინელი პოლიტიკოსების შავი სიის შედგენას აანონსებს. ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი ახლა შეეცდება, ევროპელები დაარწმუნოს, რომ შეზღუდვები პრეზიდენტ პოროშენკოს, პროკურორ ლუცენკოს, შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვსა და რამდენიმე ოლიგარქს დაუწესონ.

უკრაინიდან დეპორტირებული სააკაშვილი დღეს უცხოელ ჟურნალისტებს პოლონეთში შეხვდა. მისი პოლიტიკური გზავნილების მთავარი ადრესატი პრეზიდენტი პოროშენკო იყო.

ერთსაათიან პრესკონფერენციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დეტალურად გაიხსენა, თუ რა ვითარებაში დააკავა ის უკრაინის სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმმა და როგორ აღმოჩნდა ვარშავაში.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი აანონსებს, რომ მისი პარტიის პოლიტიკური გეგმები არ შეიცვლება და იმედი აქვს, რომ პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით, კვირას დაანონსებულ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მივა.

სააკაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ უკრაინიდან პოროშენკომდე პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გააძევა, თუმცა, რამდენიმე დღეში იანუკოვიჩი თვითონ წავიდა უკრაინიდან. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის, გზიდან ჩამოცილების მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი იქნება და ბრძოლას არა თვითონ, არამედ პოროშენკო წააგებს.

დღის ამბები