16 ნოემბერი 2018,   05:35
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ოპოზიციში "ქართული ოცნების" დამარცხების გეგმის განხილვა იწყება

ოპოზიციში ქართული ოცნების დამარცხების გეგმის განხილვა იწყება. ოპოზიციის დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმებაა.

ექსპერტის, გია ხუხაშვილის, აზრით, ჭრელ ოპოზიციას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით საერთო ენის გამონახვა გაუჭირდება და არჩევნებში ისევ ცალ-ცალკე გავლენ.

ევროპული საქართველო კი, რომელიც ხუხაშვილის აზრით, ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი ბარიერია, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახლებისთვის მზად არის, ოღონდ საპარლამენტო უმცირესობას რამდენიმე წინაპირობა აქვს.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულების ერთადერთი გამოსავალი ნაციონალური მოძრაობისთვის ოპოზიციის გაერთიანებაა. პარტიაში ამბობენ, რომ პროდასავლურმა პარტიებმა პოლიტიკური ამბიციები გვერდით უნდა გადადონ და ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების არჩევნებში დამარცხება ერთიანი ძალებით მოახერხონ.  

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ კანდიდატის გამოსავლენად პარტიებს შორის პრაიმერი უნდა ჩატარდეს. პარტია თავისუფალი დემოკრატები კი ოპოზიციასგიორგი მარგველაშვილის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას გამორიცხავს მმართველი პარტია. მიზეზად კი პარტიების განსხვავებულ მსოფლმხედველობასა და ინტერესებს ასახელებენ.

 

დღის ამბები