23 თებერვალი 2018,   22:50
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, დღევანდელ სხდომაზე არ განიხილეს

ოპოზიცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სკანდალური განცხადებების შემდეგ აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ოპოზიციის ამ მოთხოვნას დაძაბული კამათი მოჰყვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

აფგან მუხთარლის თქმით, მის გატაცებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი პირები არიან ჩარეულნი.

საგამოძიებო კომისიის საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. თბილისის ცენტრიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ამბავი მმართველი გუნდისთვის სპეკულაციაა, რომელსაც ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყენებს.

მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეთანხმება ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. ევროპელი დეპუტატი ამბობს, რომ, თუკი არ გაირკვევა, როგორ გაუჩინარდა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ეს ქვეყნის იმიჯს სერიოზულად დააზარალებს.

ევროპარლამენტარის ამ მოსაზრებისგან რადიკალურად განსხვავებულია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრის პოზიცია. მალაჰატ იბრაჰიმგიზი თვლის, რომ მუხთარლის განცხადებები პოლიტიზებულია.

აფგან მუხთარლის საქმის არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ითხოვს, რომ სიმართლე, რაც შეიძლება მალე დადგინეს.

2012 წლიდან პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სულ 19-ჯერ დადგა, აქედან 18 ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნოდა და ოცნებამ არ გაითვალისწინა. საგამოძიებო ჯგუფი პარლამენტში მხოლოდ ერთხელ და ისიც მმართველი გუნდის წინადადებით შეიქმნა.

დღის ამბები