23 თებერვალი 2018,   22:35
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა დაადასტურეს საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში თანამშრომლობას.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ 2018 წელს გაიმართება ჯგუფის პირველი შეხვედრა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ინფორმაცია მიაწოდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური პროგრესის, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესახებ.

დღის ამბები