16 ნოემბერი 2018,   06:01
ვრცლად
მნიშვნელოვანი
წერია, რომ დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან 27 ოქტომბერს, ბექა გარდაიცვალა 26-ში - რუსიას ოჯახმა შსს-დან წერილი მიიღო

გარდაცვლილი ჯარისკაცის, ბექა რუსიას, დედამ წერილი მიიღო, სადაც წერია, რომ მისი შვილი დათხოვნილია სამსახურიდან და ვალდებულია, სამხედრო დანაყოფში გამოცხადდეს.

წერილი რუსიას გარდაცვალების მეორე დღეს არის შედგენილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბეჭდით არის დამოწმებული.

ოჯახი მომხდარში გარკვევას ითხოვს.

ჯარისკაცის დედა პროკურატურაში გამომძიებელს შეხვდა, თუმცა, არც პროკურორს აქვს პასუხი, საიდან მოხვდა წერილი რუსიას ოჯახში.

"მოვითხოვე ბექას სამხედრო ვალდებულების საბუთი. წერია, რომ დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან 2017 წლის 27 ოქტომბერს, როდესაც ბექა გარდაიცვალა 26 ოქტომბერს,“ - ამბობს ბექა რუსიას დედა, ეკა რუსია.

გარდაცვლილის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა, რათა ოჯახმა კუთვნილი დახმარება არ მიიღოს.

"მინისტრის მოადგილემ ასე თქვა, რომ ბექას ოჯახს 100 ათასი ლარი მიეცემა დახმარება, როგორც მარჩენალდაკარგულ ოჯახს... მას შემდეგ გაქრა ყველაფერი... არავინ გამოჩენილა,“ -ამბობს რუსიას ბებია, ნატო კუცია.

დღის ამბები