19 აგვისტო 2018,   08:03
ვრცლად
,,მნიშვნელოვანია მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს და პროცესი სამართლიანად წარიმართოს" - იან კელი მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევებას ეხმაურება

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გაძევებას ეხმაურება.

იან კელის განცხადებით, აუცილებელია, დაცული იყოს ექს-პრეზიდენტისა და ზოგადად ყველა მოქალაქის უფლება. 


,,ყურადღებით ვადევნებთ თვალს მომხდარს. მნიშვნელოვანია,რომ მიმდინარე მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს და პროცესი სამართლიანად წარიმართოს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტს,"-აცხადებს აშშ-ს ელჩი.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ აისახება მომხდარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, კელი ამბობს, რომ მთავარი პრიორიტეტია საქართველო მტკიცე, სტაბილური ქვეყანა გახდეს.

"რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი პრიორიტეტია საქართველო გახდეს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ საქართველომ ყურადღება სწორედ ამ მიზანზე უნდა გაამახვილოს - და უზრუნველყოს სტაბილური და წარმატებული მომავალი თავისი ხალხისთვის. თუმცა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მან თავად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები,-განაცხადა იან კელიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები