23 თებერვალი 2018,   22:37
ვრცლად
მატარებლების შეჯახებას ავსტრიაში მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა სარკინიგზო ავარიას ავსტრიაში. ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავებული კი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. შემთხვევა ქალაქ ნიკლას-დროფთან მოხდა. შეჯახების შედეგად მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე მუშაობს.

დღის ამბები