19 აგვისტო 2018,   08:02
ვრცლად
ნოდარს ეძინა და როგორც ჩანს მაშინ ესროლა - გუგეშაშვილების ადვოკატი 

გაგრძელდება თუ არა დღეს დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა უცნობია. სამართალდამცველების კითხვებს გუშინ ის თითქმის 5 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, გუგეშაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ისინი მკვლელს კარგად იცნობდნენ, თუმცა  გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ ის თავის დროზე მათ სხვა სახელითა და გვარით გაეცნო.

დოდო გუგეშაშვილმა არ გამორიცხა, რომ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაქირავებული მკვლელი იყოს. მისი ვინაობა მედიისთვის ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

"ნოდარს ეძინა, როდესაც დაიძახა გაიქეციო, მაშინ ესროლა როგორც ჩანს,"-აცხადებს ადვოკატი გელა ნეკოლაიშვილი. 

დღის ამბები