16 ნოემბერი 2018,   05:23
ვრცლად
მნიშვნელოვანი
საბჭოეთის დროინდელი კორუფცია და რუსული გავლენა სისტემაზე - "ჰერითიჯის ფონდის" კვლევა ქართულ სასამართლო სისტემაზე

"ჰერითიჯის ფონდმა" ქართული სასამართლოს პრობლემებზე კვლევა გამოაქვეყნა.
მთავარ კვლევაში მითითებულია, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების პროფესიონალიზმი და მათი გადაწყვეტილებების გამჭირვალობა არასანდოა.

კვლევაში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაში საბჭოური კორუფცია და რუსული გავლენები შეინიშნება.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭო სასამართლო სისტემის ხარვეზებზე ინფორმაციას შეგნებულად მალავს და კვლევას საზოგადოებას არასწორი ინტერპრეტაციით აცნობს.

ოპოზიციაში კვლევას ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემას ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ კორუფცია სასამართლო სისტემაში ბოლო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა.

"ჰერითიჯის ფონდმა" სასამართლოს სისტემის ეფექტიანობა რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასა, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროცესების ხარისხი და სანდო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა გამოიკვლია.

დღის ამბები