16 ნოემბერი 2018,   05:08
ვრცლად
მნიშვნელოვანი
მიხეილ სააკაშვილი რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ რესტორანში, სავარაუდოდ, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა, დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფურგონით მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებისა და მხარდამჭერების განცხადებით, მხოლოდ ფორმაზე დატანილი ნიშნები მიუთითებდა, რომ ისინი, სავარაუდოდ, სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ რესტორანში მოულოდნელად 25 შეიარაღებული პირი შევიდა, რომლებმაც სააკაშვილი იატაკზე დააგდეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის გატაცების შემდეგ პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა სრული მობილიზაცია გამოაცხადეს. მათი ნაწილი ჟულიანის, ნაწილი კი ბორისპოლის აეროპორტისკენ დაიძრა.

ოფიციალური განმარტება უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან ზუსტად 3 საათის შემდეგ გააკეთა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან საიმიგრაციო სამსახურის და ეროვნული პოლიციის ერთობლივი ძალებით გააძევეს და ის იძულებით დააბრუნეს პოლონეთში.

დღის ამბები