16 ნოემბერი 2018,   05:28
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ნოდარ გუგეშაშვილი სავარაუდოდ, დაქირავებული მკვლელის ტყვიამ იმსხვერპლა - ადვოკატი

4 საათიანი დაკითხვის შემდეგ, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ნოდარ გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, დაქირავებული მკვლელის ტყვიამ იმსხვერპლა.

ადვოკატის თქმით, ნოდარ გუგეშაშვილი სავარაუდო მკვლელს იცნობდა და  მათ საქმიანი შეხვედრებიც ჰქონდათ.

ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის იმ პიროვნების სახელი და გვარი, თუმცა რა სახელითაც მას იცნობს, იმ დონეზე დაასახელა. მისივე თქმით, ამ პიროვნების ამოცნობა შეუძლია.

უფლებადამცველის თქმით, გუგეშაშვილის დაკითხვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რომელიც მას მიუგზავნეს.

გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, გასროლას წინ შელაპარაკება არ უძღოდა. ნოდარ გუგეშაშვილს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, აქედან ერთი გულ-მკერდის არეში.

დოდო გუგეშაშვილი დღეს პალატაში გამომძიებლებმა დაკითხეს.  

დღის ამბები