19 აგვისტო 2018,   08:03
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვას დაესწრება

დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვას დაესწრება. მისი ახლობლების ინფორმაციით, იგეგმება, რომ გუგეშაშვილი ძმის სახლში, სადაც მისი შვილია დასვენებული, ხვალ რეანომობილით გადაიყვანონ. 

გუგეშაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი ახლობლების ინფორმაციით, შესაძლოა, ის დღეს, რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანონ.
კლინიკაში განმარტავენ, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა დამატებით კომენტარს ექიმები არ აკეთებენ.

თუ დაჭრილი პალატაში გადაიყვანეს, სამართალდამცველებმა ის, შესაძლოა, დღესვე დაკითხონ. დოდო გუგეშაშვილი მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმეა. თავად დაჭრილმა ამ დრომდე არ იცის, რომ თავდასხმის შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა.

,,ქალბატონი დოდოს მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმებმა განაცხადეს, ხვალისთვის აპირებენ დრენაჟის ამოღებას. ბავშვზე თქმას რაც შეეხება, ველოდებით, საპატრიარქოდანაც რომ მოვიდეს ვინმე და უთხრას,“-ამბობს გუგეშაშვილის მეგობარი, დავით მუხიგული.

გუგეშაშვილის კიდევ ერთი ახლობელი ამბობს, რომ გუგეშაშვილთან ამ დრომდე მომხდარზე არ უსაუბრიათ, შესაბამისად, მას არც სავარაუდო დამნაშავე დაუსახელებია და არც მკვლელობის შესაძლო მოტივზე უსაუბრია.

,,იცის, რომ შვილი მძიმედ არის და არის ,,არამიანცის“ საავადმყოფოში. არანაირ ვერსიებზე არ ვბჭობთ. დღეს გვაქვს კონკრეტული საქმე, უნდა გამოჯანმრთელდეს დოდო და პატივი მივაგოთ, ანგელოზივით, იგივე ჩვენს შვილს“-ამბობს გუგეშაშვილის მეგობარი სამსონ ბრეგაძე.

დღის ამბები