21 მაისი 2018,   18:51
ვრცლად
სოფელ ტიბაანში უკიდურესად გაჭირვებულ გურაშვილების ოჯახს სოციალურ დახმარებას არ უნიშნავენ

კახეთში უკიდურესად გაჭირვებულ გურაშვილების ოჯახს, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს, სოციალურ დახმარებას არ უნიშნავენ. დედა, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება, ამბობს, რომ ბავშვების გამოკვებას ვეღარ ახერხებს.

რვასულიან ოჯახში არავინ მუშაობს, მათი შემოსავალი მხოლოდ მოხუცისა და ბავშვების პენსიაა. სოფელ ტიბაანში მცხოვრები გურაშვილები სოციალური შემწეობის დანიშვნას უკვე წლებია, ელოდებიან.

ერთი ძროხა, სახლი და მიწის ნაკვეთი - ეს გაჭირვებული ოჯახის ქონებაა. მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ გურაშვილების სარეიტინგო ქულები სისტემატიურად მოწმდება, თუმცა, დეკლარაციაში მითითებული ქონებისა და შემოსავლის გამო, მათ შემწეობა არ ენიშნებათ.

სოციალური აგენტი გურაშვილების ოჯახს ხშირად სტუმრობს. მრავალშვილიანი დედა ყვება, რომ ბავშვების ჩამორთმევით არაერთხელ დაემუქრნენ. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ადასტურებენ.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

 

დღის ამბები