19 აგვისტო 2018,   08:02
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი ისევ მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი ისევ მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4501 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4621 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.012 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება კი  3.0031 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0131 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 ლარი შეადგინა.


დღის ამბები