26 მაისი 2018,   18:07
ვრცლად
სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ცნობილ ექიმს, არჩილ გოგოლაურს, თაღლითობაში ადანაშაულებს

სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ცნობილ ექიმს, არჩილ გოგოლაურს, თაღლითობასა და მკურნალობისთვის მიცემული თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.

30 ათასი ამერიკული დოლარი ლევან დარბაისელმა გოგოლაურს სტამბოლის კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად გადასცა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მისი მკურნალობა ამ თანხის ნახევარი დაჯდა, დანარჩენი ფული ექიმმა მიითვისა. მას მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭრიდებოდა.

პროცედურის ჩასატარებლად ის ექიმ არჩილ გოგოლაურთან მივიდა, რომელის თურქულ კლინიკებსა და ქართველ პაციენტებს შორის შუამავალი იყო.

სტამბოლში კლინიკასთან დაკავშირების შემდეგ გაირკვა, რომ შუამავალმა, არჩილ გოგოლაურმა, არა მაღალდოზირებული, არამედ სხვა ქიმიოთერაპიის თანხა გადაიხადა.

ექიმი, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, კლინიკა ჰერას ერთ-ერთ დამფუძნებელი, არჩილ გოგოლაურია.

პროკურატურამ გოგოლაურიც და მისი მეუღლეც უკვე დაკითხა.

გოგოლაურის მიერ საბუთების გაყალბებასა და საქმეში ფინანსურ ინტერესს გამორიცხავს მისი უფლებადამცველი. ადვოკატ კახა ხვისტანის მტკიცებით, მკურნალობის კურსი თურქმა ექიმებმა შეარჩიეს და შუამავლის დანაშაული არ იკვეთება.

ცნობილი ექიმის საქმიანობას, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო  სსსკ-ის 180-ე - თაღლითობის, მუხლით იძიებს. გამოძიების შემდეგ არაა გამორიცხული, დარბაისელების გარდა, გოგოლაურის თაღლითობის გამო, კიდევ სხვა დაზარალებულებიც გამოიკვეთოს.

სკანდალში გახვეულია მისი მეუღლეც, მაკა გვარამიაც, რომელიც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსია, მანამდე კი თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.

დღის ამბები