16 ნოემბერი 2018,   05:02
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია. პელე კვირას ლონდონში, სასტუმრო „სავოიში“ ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის ღონისძიებას უნდა დასწრებოდა, თუმცა, ფეხბურთის მეფემ თავი შეუძლოდ იგრძნო და გული წაუვიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 თვის მანძილზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პელე რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას ვერ დაესწრო.

ამ დროისთვის 77 წლის პელე, სან პაულოში მდებარე ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოში ექიმების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. 

დღის ამბები