16 ნოემბერი 2018,   06:13
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"სააკაშვილის საკითხი არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა" - ირაკლი კობახიძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა

„მიხეილ სააკაშვილის საკითხი არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა, რომელიც ჩვენი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა,“- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში ყოფნისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში 3 დღიანი ვიზიტით ჩავიდა, ის უკვე შეხვდა რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბის და ქვეყნის პრემიერს, ვლადიმერ გროისმანს.

ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის შესახებ განცხადბა უკრაინის რადას დეპუტატმა, ხვიჩა მეფარიშვილმა გააკეთა.

„ბატონ პრეზიდენტს მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო. განხილული იყო ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ევროინტეგრაციას, მეგობრობის წრეს, კარგ „ატნაშენიის“ ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა, ხვიჩა მეფარიშვილმა. 

დღის ამბები