19 ნოემბერი 2017,   03:22
ვრცლად
სამშვიდობო ძალები რუსეთ-უკრაინის საზღვარზეც უნდა განლაგდეს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო ძალები რუსეთ-უკრაინის საზღვარზეც უნდა განლაგდეს. განცხადება ამის შესახებ უწყების პრეს-სპიკერმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ჰიზერ ნოიერტის თქმით, მშვიდობისმყოფელებს ფართო მანდატი უნდა ჰქონდეთ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უზრუნველყონ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ეს არის შესაძლო გზა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადაც.

უკრაინის აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა შეიტანა, თუმცა დოკუმენტში მშვიდობისმყოფელების მუშაობის არეალი შეზღუდულია. 

დღის ამბები