19 ნოემბერი 2017,   03:24
ვრცლად
ქეთი დოლიძეს საკუთარი ნივთები თეატრის შენობის ფანჯრიდან გამოაქვს

თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე საკუთარ კაბინეტში დღეს ბარგის ჩასალაგებლად მივიდა. ამ წუთებში ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის შენობაში იმყოფება, თუმცა ჟურნალისტების შეშვებაზე უარს ამბობს. 

უცნობია რატომ იღებს შენობაში შესვლის გადაწყვეტილებას უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. საკუთარი ნივთები მას არა შესასვლელიდან, არამედ ფანჯრიდან გამოაქვს, რომელზეც კიბეა მიდგმული.

შეგახსენებთ, რომ ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით სახატვრო ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი სიხარულიძემ შეცვალა.

დღის ამბები