19 ნოემბერი 2017,   03:31
ვრცლად
ხანძარი შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე

შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვოდა. ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული.

დამწვარია საცხოვრებელი კელიები და ბიბლიოთეკის ნაწილი. 

რამ გამოიწვია ცეცხლის ადგილზე, ჯერ უცნობია, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ხანძარი სანთელმა გამოიწვია.

მონასტრის შიდაგანაწესიდან გამომდინარე, კომენტარს მამათა მონასტერში მცხოვრები ბერები არ აკეთებენ.

დღის ამბები