19 სექტემბერი 2017,   22:44
ვრცლად
"არა რუსულ პროექტს" - სამეგრელოში ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საწინააღმდეგო ბუკლეტები რიგდება

სამეგრელოში ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ზვიად სიჭინავას საწინააღმდეგო ბუკლეტები რიგდება. სააგიტაციო ბროშურები წარწერით, არა რუსულ პროექტს, ზუგდიდელებმა თვითმმართველობის არჩვენებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღეს. ბროშურებს სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიგებენ.

ზვიად სიჭინავასთვის უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და ვინ დგას სააგიტაციო ბროშურების უკან. ზუგდიდის მერობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ ბუკლეტები პოლიტიკური ოპონენტების ინტერესებს ემსახურებოდეს. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს.

საინფორმაციო ბროშურებში ამტკიცებენ, რომ ზუგდიდის მერობისთვის ის ადამიანი იყრის კენჭს, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

"ქართულ ოცნებაში" ზუგდიდში დარიგებულ სააგიტაციო მასალასთან კავშირს უარყოფენ.

ზვიად სიჭინავა გეგმავს უახლოეს დღეებში არასამთავრობო სექტორთან ერთად, უწყებათაშორის კომისიას მიმართოს და ფაქტის გამოძიება მოითხოვოს.

დღის ამბები