19 სექტემბერი 2017,   22:47
ვრცლად
ჩამონგრეული კედლები და ჭერი - რუსთავში აღსაზრდელების მშობლები ბაღში არსებულ პირობებს აპროტესტებენ

რუსთავის 36-ე ბაღის აღსაზრდელების მშობლები, ბაღში არსებულ მძიმე პირობებს აპროტესტებენ. 5 დღეში 42 აღსაზრდელს ჩამონგრეული კედლების და ჭერის, ცელოფანაკრული ფანჯრების, ძველი და მოუწესრიგებელი საწოლების პირობებში დაძინება მოუწევს.

მშობლები ამტკიცებენ, რომ აქამდე არა ერთი ცდის მიუხედავად, ბაღების სააგენტოსთან დაკავშირება აქამდე ვერ შეძლეს.

ბაღის გამგემ, ბაღში არსებულ პრობლემებზე „კურიერთან“ საუბარი მანამდე არ ისურვა, სანამ ადგილზე რუსთავის ბაღების გაერთიანების დირექტორი არ მივიდა. ეკა ხუციშვილმა განმარტა, რომ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ მხოლოდ 3 სააღმზრდელო ჯგუფისთვის გაუმჯობესდა პირობები, ბაღში დარჩენილი 6 ჯგუფის ოთახების სარემონტო სამუშაოები კი, 2018 წელს იგეგმება.

"კურიერის" კამერასთან აღსაზრდელების მშობლების პროტესტის შემდეგ, რუსთავის მერიის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება შეცვალა. გაირკვა, რომ თანხის გამოძებნა წლევანდელ ბიუჯეტშიც შესაძლებელი იყო და რუსთაველებს სარემონტო სამუშაოების დაწყებას უახლოეს დღეებში დაპირდა.

დღის ამბები