19 ნოემბერი 2017,   03:32
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - მმართველი გუნდის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტთან იკრიბება

ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის სასახლეში ხვალ კონსტიტუციის ალტერნატიული ვარიანტის დასაწერად შეიკრიბებიან. გიორგი მარგველაშვილი და მისი გუნდი, ყველა იმ პოლიტიკოსს ეპატიჟება, რომელიც ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის მიერ 2 მოსმენით მიღებული კონსტიტუცია ქვეყანას ჩიხში შეიყვანს.

ექსპერტების აზრით, მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება, რადგან მას პრეზიდენტობის პირველი ვადა 1 წელიწადში ეწურება. პოლიტოლოგების აზრით, ამგვარად, მარგველაშვილი თავის ირგვლივ პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ცდილობს.

ადმინისტრაციაში მხარეებს შორის განსახილველი ძირითადი საკითხები უკვე ცნობილია. პარტიები საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე იმსჯელებენ. მოთხოვნა უცვლელი დარჩება საარჩევნო სისტემაზეც - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან.

არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" არცერთ სადავო საკითხს არ დათმობს და კონსტიტუციის პირველად ვერსია მიიღებს. თუმცა, პრეზიდენტის ჩართულობას პროცესში აუცილებლად მიიჩნევენ.

ამასობაში, „ქართული ოცნება“ კანონპროექტის კენჭისყრისთვის ემზადება. უმრავლესობა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ ელოდება და კენჭისყრას ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების პირველადი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გამართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები