19 სექტემბერი 2017,   22:45
ვრცლად
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გენერალურ მდივანს ამტკიცებს - პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილია წარდგენილი

ჩინეთში დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ახალი გენერალური მდივანი უნდა დაამტკიცოს. ამ პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ესპანეთში საქართველოს ელჩი, ზურაბ პოლოლიკაშვილია წარდგენილი. მის კანდიდატურას აღმასრულებელმა საბჭომ ცოტა ხნის წინ დაუჭირა მხარი და ახლა ასამბლეამ საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძეც მონაწილეობს.

„ტურიზმის სექტორს მთავარი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ სექტორში და გავხდით მაგალითი თუ როგორი ტრანსფორმირება შეუძლია პატარა ქვეყანას ტურიზმის გზით. ქართული ბრენდების განვითარება და მათი განთავსება საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ამ კუთხით, აქტიურად ვაახლებთ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ამ სექტორის პოპულარიზაციას შიდა და საერთაშორისო ბაზარზე. შედეგად ტურიზმი გახდა სექტორი, რომელიც დინამიკურად ვითარდება,” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები