19 სექტემბერი 2017,   22:47
ვრცლად
ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ალექსიძის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად თანხის ნაწილი 3 500-ზე მეტი დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები