24 ნოემბერი 2017,   03:52
ვრცლად
უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მისი დაკავება ფოთში მოახერხეს. 

შეგახსენებთ, რომ  დღეს უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგო იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, 19 წლის გოგო დეიდის სახლში ცხოვრობდა. მათი თქმით, დილით ოჯახის წევრები გოგონას ვერ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, ის მოკლული ნახეს. მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ გოგონა ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა სახლში, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები